სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არმენ სარქისიანს, სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ახალ წელს ლონდონში ოჯახთან ერთად შეხვდა, 3 იანვარს სიმპტომების გამო კორონავირუსის ტესტი გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

„არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და დროებით საკუთარ საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი