სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

ავტორი: ნანა წულაია

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების გაუქმებას მხარი მხოლოდ 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი არ დაეთანხმა, 2-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.

პარლამენტში საომარი მდგომარეობის გაუქმების ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს. სომხეთში საომარი მდგომარეობა სექტემბრის ბოლოდან მოქმედებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი