სლესის ციხის კოშკს კუთხე ჩამოენგრა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

შუა საუკუნეებით დათარიღებული სლესის ციხის კოშკის კუთხე ჩამოინგრა. ინფორმაცია ფეისბუქში არჩილ მაისურაძემ გაავრცელა. მაისურაძის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ციხესიმაგრე ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით , მათი ინსპექტირების ჯგუფები, სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ხვალვე ჩავლენ და ციხის სტრუქტურას შეისწავლიან.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ბექა ბარამიძის თქმით ,მომდევნო წლიდან სლესის ციხის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია, გადაუდებელ რეჟიმში დაიწყება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი