სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.
სოფელ ტაიბანში მამაკაცი ვენახში არსებული საყარაულო შენობიდან გადმოვარდა და თავზე მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.