”სირცხვილის კორიდორის” მოწყობას აღარ ვაპირებთ” – გიორგი კირთაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

”გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სუს-ი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად, ამიტომ ”სირცხვილის კორიდორს” აღარ მოვაწყობთ.” – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ”ქართული ოცნების” პროვოკაციაა და სიტუაციის გამწვავებისგან თავის არიდების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ისინი მშვიდობიანი აქციებით გააგრძელებენ ბრძოლას და დაასრულებენ ”ქართული ოცნების” რეჟიმის მმართველობას.

”ძალადობა და პროვოკაციები არის ”ქართული ოცნების” ხელწერა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ძალიან მშვიდობიანი აქციებით დავასრულებთ და ვაიძულებთ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები” – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურისთვის, 21 ნოემბერს, აპირებდნენ ბათუმის უბნების უმრავლესობაში არჩევნების გამყალბებლებისთვის ”სირცხვილის კორიდორის” მოწყობას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი