სილიკონ ველის აქსელერატორი ქართველი მეწარმე ქალებისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამას იწყებს

ავტორი: ცოტნე წერეთელი

პროგრამა ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებაში დაეხმარება. USMAC სილიკონ ველის ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორია, რომელიც საერთაშორისო სტარტაპებს ზრდასა და გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება.

პროგრამის მთავარი პარტნიორი – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დახმარებას პროგრამაში მონაწილეობისთვის. ამას გარდა, ერთი სტარტაპი მხარდაჭერას მიიღებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტისგან “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში”, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო კიდევ ერთი სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან (BTU) მიიღებს დახმარებას.

პროგრამის ორგანიზატორები არიან USMAC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალფრედო კოპოლა და მმართველი დირექტორი, ქეით ბუნინა, ასევე GWIT-ის თანათავმჯდომარეები არიან ემი პეკი  და გაილ განონი.

ქალ სტარტაპერებს პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტაცია 1 დეკემბრამდე შეუძლიათ. შერჩეული აპლიკანტები პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს თებერვალში დაიწყებენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი