“სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ” – ელისაშვილი პარლამენტში შესვლის ბრალდებაზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ” – ამის შესახებ “მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ელჩებთან შესვლამდე განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს,  მათ შორის, ალეკო ელისაშვილიც. როგორც ის ამბობს, ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ შეთანხმების შემთხვევაში შევა, იმავეს აცხადებენ სხვა ლიდერებიც.

მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ წუთებში მიმდინარეობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი