სერგო ჩიხლაძე – ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და რევოლუციური სცენარი არსად განხილულა

ავტორი: ნანა წულაია

“რევოლუციური სცენარი არსად განხილულა” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი” იმ საერთო პოზიციის ერთგულია, რაც ოპოზიციურ პარტიებს აქვს.

“ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს, ანუ ასე განმარტა მან. რაც შეეხება ჩვენ პარტიას, გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული იმ საერთო პოზიციის, რაც არის ოპოზიციურ პარტიებში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ინსტიტუტების გაუქმება საზოგადოების აზვირთებას იწვევს, რაც შესაძლოა, მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზარდოს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი