სენაკში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი