სემეკი კომპანიების მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით 29 დეკემბერს, 9:00 საათზე, საჯარო სხდომაზე განიხილავს.

სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი