სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პომპეომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში აშშ–ს მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – ნათქვამია აშშ–ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი