“სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან” – ირაკლი კობახიძე 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“საპარლამენტო უმრავლესობა  ყველა იმ დეპუტატს, მათივე განცხადების საფუძველზე, შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს”  – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.

“ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები” – განაცხადა კობახიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი