“სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს”- კალაძე

“სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს.”- ამ კომენტარით  ქალაქის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მიმდინარე დემონტაჟის თემას ეხმაურება.

კალაძის განცხადებით, ცილისმწამებლურია განცხადება თითქოს, ქალაქის მერიამ მოქალაქეები საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო და დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე ნაგებობები და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს.”განაცხადა კალაძემ.

მერი ამბობს, რომ თბილის მერიაში კვლავ მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება და ამისთვის 7 მილიონიანი ბიუჯეტია გამოყოფილი.

“რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ. თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონი ლარია და ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ოჯახებს ვეხმარებით. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 350 მილიონი ლარი იქნება, კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არცერთი ადამიანი პრობლემების წინაშე არ დავტოვოთ, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი.”- განაცხადა მერმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი