“საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ” – ივანიშვილი 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კი, ზედმეტად გადაჭარბებული ემოციით და ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას” – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მან ქართველ ხალხს პირველ ტურში აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ  კოვიდი ბობოქრობს, მაინც დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა ამომრჩეველმა”– აღნიშნა ივანიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

“შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ამასთან იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ არჩევნებს” – განაცხადა  ივანიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი