საქსტატი – წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 3,5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12.5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი