საქართველოში შემოტანილი 13,450 კგ. დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნდება

საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილ 23, 450 კილოგრამი რაოდენობის კარტოფილს კიბო(Synchytrium endobioticum) დაუდასტურუდა.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში,  კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.”, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი