საქართველოში “რემდესივირით” 29 პაციენტი მკურნალობს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას.

მისივე თქმით, “რემდესივირის” გამოყენებას ჯანდაცვის წარმომადგენლები ფრთხილად ეკიდებიან და ამისთვის, პაციენტის თანხმობაც საჭიროა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ვინც ახლა ამ პრეპარატით გადის მკურნალობას, გაბუნიას ინფორმაციით, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე, როგორც იყო დაგეგმილი. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არ შეგვიძლია. „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი