საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 417 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1,104 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება,- ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, 17,510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საკუთარ საცხოვრებელ ბინაზე გადის.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 901, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 138, იმერეთში – 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 35, იმერეთში – 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 868 – აჭარაში, 126 – იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი