საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 191 063–მდე გაიზარდა.
“კოვიდ19”–ის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია 1 839 გარდაცვალების შემთხვევა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 498 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 161 681-მდე გაიზარდა.