საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 108 690–მდე გაიზარდა.
“კოვიდ19”–ის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 36 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 531 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 89 170 გაიზარდა.