საქართველოში კორონავირუსის 3 768 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა საერთო რაოდენობა  96 866–მდე გაიზარდა.

“კოვიდ19”–ის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 41 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ  4 055 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 77 932–მდე გაიზარდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი