საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3,697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 3,697 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

რაც შეეხება გამოჯანმრთებულებს, გამოკეთდა 2,409 პირი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ არის კორონავირუსის 93,092 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 73,872 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 853 ინფიცირებული გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება – 2186 ადამიანი , სტაციონალურის მეთვალყურეობის ქვეშაა 5833 პაციენტი, ხოლო კოვიდ სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 3518–ს შეადგენს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი