საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3,443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3,443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2,539 პაციენტი, გარდაიცვალა 37 ადამიანი.

გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლინდა 1,318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში- 562, ქვემო ქართლში – 163, მცხეთა-მთლიანეთში- 54, სამცხე-ჯავახეთში-106, გურიაში-64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 33.

თბილისში გარდაიცვალა 19 ინფიცირებული, აჭარაში – 9, იმერეთში-6, ქვემო ქართლში -1, შიდა ქართლში-1.

ვირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 89,395 შემთხვევა, გარდაიცვალა-825 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 71,468 პაციენტი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი