საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1,731 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1,731 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4,599 პირი.- ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9,812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4,869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4,943 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1, 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 208,638-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 4,599 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180,441-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა გვაქვს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი