საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ავტორი: neopress.ge

საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ქუთაისშიც. ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციის განდიდატები ბიულეტენში მაინც რჩებიან.

№1 – მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 – შალვა შავგულიძე და №41 – ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 – ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია, №41 – ნოდარ ტურძელაძე.

№3 – საბურთალო – №24 – ალექსანდრე ელისაშვილი, №41 – დავით სერგეენკო

№4 – ისანი – №5 – ხატია დეკანოიძე, №41 – კახა კახიშვილი

№5 – სამგორი- №5 – ლევან ხაბეიშვილი, №41 – სოზარ სუბარი

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი -№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 – გიორგი ვოლსკი

№7 – ნაძალადევი -№10 – შალვა ნათელაშვილი, №41 – მიხეილ ყაველაშვილი

№8 – გლდანი – №5 – ნიკანორი მელია, №41 – ლევან კობიაშვილი

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – №5 – გიორგი ბოტკოველი, №41 – ირაკლი ქადაგიშვილი

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – №5 – ცეზარი ჩოჩელი, №41 – შალვა კერესელიძე

№12 – რუსთავი, გარდაბანი -№5 – დავით კირკიტაძე, №41 – ნინო ლაცაბიძე

№16 – ხაშური, ქარელი -№5 – ნატო ჩხეიძე, №41 – ზაალ დუგლაძე

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 – კახა გეწაძე, №41 – ბეჟან წაქაძე

№23 – ქუთაისი -№5 – გრიგოლ ვაშაძე, №41 – ზაზა ლომინაძე

№27 – ზუგდიდი – №5 – მალხაზ ჯალაღონია, №41 – ირაკლი ჩიქოვანი

№28 – ბათუმი -№5 – ლევან ვარშალომიძე, №41 – რესან კონცელიძე

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – №5 – მიშა ბოლქვაძე,№41 – ანზორ ბოლქვაძე

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 – გრიგოლ შუშანია და №41 – იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდებიან.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს  1914 საარჩევნო უბანი ემსახურება, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი