„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.’’ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა.
მისივე თქმით, აშშ-მ გუშინ კაპიტოლიუმის შტურმის დროს შეძლო თავისი სიძლიერის დადასტურება.
‘’გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.
საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.