თავდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

ავტორი: კახი კახეთელიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა. სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის კურსის (CGS) მსმენელებისთვის ონლაინ ლექცია გაიმართა – ამის შესახებ ინფრომაციას თავად თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირინა ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე, კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმზე.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. სამთავრობო კამპანია საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი