საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალმა DataFest Tbilisi 2020 სტარტი აიღო

ავტორი: ცოტნე წერეთელი

DataFest Tbilisi 2020 15 დეკემბერს დაიწყო და ის 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება უმასპინძლებს როგორც ინსპირაციულ გამოსვლებს და ვორქშოპებს ასევე, ჰაკათონებს მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიაში (მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი), ბიზნესში (ციფრული პროდუქტები, ფინტექი, ღრმა ანალიტიკა), კომუნიკაციებში (მონაცემთა ჟურნალისტიკა, ვიზუალიზაცია, დიზაინი).

ფესტივალს უძღვებიან მსოფლიო დონის სპიკერები, როგორებიც არიან: IBM-ის მონაცემების სტრატეგისტი – მარა პომეტი, Google-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი და სტარტაპ მენტორი – მანუელ ლიმა, Airbnb-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი – კრისტ ვონგსაფასავატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი – დენის აჯირი, და სხვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი