„საქართველოსა და უკრაინას ვუწევთ მხარდაჭერას, მაგრამ რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას მაინც აგრძელებს“ – იენს სტოლტენბერგი

ავტორი: ნანა წულაია

„შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატალანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ  მიუხედავად საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერისა, რუსეთი ანექსიას განაგრძობს.

„ჩვენ უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში, რადგან ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახა ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია და რუსეთის ჯარი წარმოდგენილია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული საქართველოს ნაწილად. ჩვენ საქართველოსა და უკრაინას ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მაინც აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას, სულ მცირე ყირიმში მაინც და ამიტომ ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში. ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოთხშაბათს“, – განცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი