‘’საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი’’ – მაკა ბოჭორიშვილი ISFED-ზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს – მცდარი, “ფეიკ ნიუსის” დროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება სიმართლის დადგენას, ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს, რომ სწორად ვიმოქმედოთ.’’ – ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის გადადგომის და ორგანიზაციის მიერ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომის საკითხს.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესები იყო დაგეგმილი და შედიოდა კონკრეტული პოლიტიკური პირების ინტერესებში.

‘’ის პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციის და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ – ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებს. ის, რაც ხდება, არ შედის იმ პარტიების ინტერესებში, ვინც ამომრჩეველთა ხმები მოიპოვეს. ეს შედის ერთეული პირების ინტერესებში. სამწუხაროდ, ის მდგომარეობა გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები რაღაც მსხვერპლი ვართ.“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი