საფრანგეთში შეზღუდვების მიუხედავად ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას 2 500-მდე ადამიანი დაესწრო

ავტორი: თიკო ტეფნაძე

საფრანგეთის ქალაქ ლიერონში, 2 5000-მდე ადამიანმა ახალი წლის ღამეს კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები დაარღვია და ელექტრონული მუსიკის ღონისძიება გამართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, წვეულების მონაწილეები დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან იყვნენ.

ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, BBC ასევე წერს, რომ პოლიციასა და წვეულების ორგანიზატორებს შორის მომხდარი შეტაკებისას, სამი ოფიცერი დაშავდა.

Le Monde – ს ინფორმაციით, ასობით წვეულების მონაწილეს მანქანებში ეძინა, ერთ-ერთი რეივერის თქმით კი წვეულება საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული.

შინაგან საქმეთა მინისტრ ჯერალდ დარმანინის ცნობით, 200-მდე ადამიანს პოლიციის მხრიდან გაფრთხილება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ე.წ კომენდანტის საათი, 20:00-დან 06:00-მდე მოქმედებს. ახალი წლის ღამეს 100 000 პოლიციელს საკარანტინე წესების დარღევაზე სწრაფი რეაგირება ევალებოდა, ასევე მიწისქვეშა წვეულებების აღკვეთა და ორგანიზატორების იდენტიფიცირება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი