საფრანგეთმა Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათი მონაცემებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან და ზევით უფროსი ასაკის მოქალაქეებში.

საფრანგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინააციის პროცესში პრიორიტეტი რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს მიენიჭებათ. უპირველესად მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები აიცრებიან.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ ამ კვირაში დაიწყება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი