საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ელისეის სასახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაკრონი ვირუსის ადრეულ სიმპტომებს ამჟღავნებდა. პრეზიდენტი ამიერიდან 7 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება და მუშაობას ამგვარად გააგრძელებს.

მაკრონი 22 დეკემბერს ლიბანში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მისი მოგზაურობა გაუქმდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი