საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ

ავტორი: ნანა წულაია

“ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” არჩევნების მეორე ტურზე, ხვალ, უბნებზე კომისიის წევრები არ ეყოლებათ” – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ. “ნაციონალურ მოძრაობას” ასევე არ ეყოლება უბნებზე სუბიექტების წარმომადგენლები და კომისიის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გაწვეული ჰყავთ.

უბნებზე “ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები და ასევე ოლქის მიერ არჩეული წევრები რჩებიან.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” მოგვმართა წერილობით, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატები მოგვეხსნა არჩევნებიდან, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მათი კანდიდატები რჩებიან საარჩევნო ბიყლეტენზე. იცით, რომ საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით მუშაობენ, ახლა კი იქნება 10-კაციანი შემადგენლობები. თუმცა, ეს არ შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს და ჩვეულებრივი წესით წარიმართება პროცედურა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას, საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარულ ოქმზე ხელს მოაწერენ ის წევრები, ვინც ადგილზე იქნებიან. ეს არჩევნების პროცესზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. იცით, რომ თუ 7 კაცზე ნაკლები იქნება კომისიაში, ამ შემთხვევაში სპეცუბნის სტატუსი მიეცემა ამ საუბნო საარჩევნო კომისიას, მივა შეტყობინება საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს წევრების მივლინებას უბნებზე. საუბნო საარჩევნო კომისიას 7-კაციანი შემადგენლობითაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ეს კანონით დაცული ნორმაა და არანაირი გამონაკლისი არ არსებობს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი