სასურსათო ამანათი სოციალურად დაუცველი ბრიტანელი ბავშვებისთვის – რა გახდა მთავრობის კრიტიკის მიზეზი

ბრიტანეთის მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათის გამო გააკრიტიკეს. ამანათის ფოტო სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.

“ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი დედა აღნიშნავს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისი ორი ბავშვი აღნიშნულ დახმარებაზეა დამოკიდებული. „სად წავიდა დანარჩენი საკვები? ეს საკვები ხომ 10 დღეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და 30 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საკვებს უნდა შეიცავდეს?“, – განაცხადა მოქალაქემ.

ფაქტს ბრიტანეთის მთავრობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის მინისტრმა სასურსათო ამანათს არაადეკვატური უწოდა. ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი  – საშინელება.

 სასურსათო ამანათის მიმწოდებელმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა. მათი განმარტებით, კალათა ერთ კვირაზე იყო გათვლილი და მისი ღირებულება, საკვების, შეფუთვის და დისტრიბუციის ღირებულების გათვალისწინებით, 10.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიაში პირობა დადეს, რომ აანაზღურებენ იმ კალათის ღირებულებას, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი