სასარგებლო ინფორმაცია მამაკაცებისთვის! – რას გვიამბობს ალკოჰოლი ქალის ხასიათის შესახებ

ავტორი: neopress.ge

იცით თუ არა, რომ ქალის ხასიათის განსაზღვრა იმის მიხედვით არის შესაძლებელი, თუ რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს უპირატესობას საყვარელი მანდილოსანი?

მაგალითად,

თეთრი ღვინო თავშეკავებულ ადამიანებს მოსწონთ, რომელთაც საკუთარი თავის ფასიც ძალიან კარგად იციან. ისინი ცივები და ანგარიშიანები არიან,  სიფხიზლეს ყოველთვის ინარჩუნებენ  და ქმედებებშიც უკიდურესად ფრთხილები არიან. ასეთი ქალბატონები ძალიან კარგი მოსაუბრეები არიან, მაგრამ გარეგანი სიცივით აშინებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომელთა მიღმაც ცხელი ტემპერამენტი იმალება.

წითელ ღვინოს ემოციური, ვნებიანი ნატურის მქონე ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას. ერთი შეხედვით, ასეთი ქალი თავშეკავებული შეიძლება ჩანდეს, მაგრამ რეალურად მათში ქარიშხალი მძვინვარებს. ისინი ნელა თვრებიან, ხოლო მსუბუქ ბახუსში შეუდარებლად ლამაზები რჩებიან.

არაყს   მტკიცე ხასიათის, ჯიუტი და თავისუფლებისმოყვარე ქალები სვამენ.  ისინი საკუთარ სურვილებს არ  მალავენ და ძალიან ნელა თვრებიან.

ლუდი -უპრეტენზიო ქალებისთვისაა. ეს ადამიანები ბრწყვინვალე „ძმები“ არიან და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლევიან. არიან შეუცვლელი მეგობრები სამსახურში და კარგი თანამგზავრები მოგზაურობისას.

კონიაკი – ეს არის საშუალო ასაკის ქალების სასმელი, რომელთაც სითბო, მზრუნველობა და ალერსის სჭირდებათ.  მათ მეტი დრო უნდა დაუთმოთ, შეეცადოთ,  გაიგოთ მათი შინაგანი სამყარო და სანაცვლოდ მისგან დიდი სიყვარული მიიღოთ. ისინი მალე თვრებიან, თუმცა ამასთან ძალიან მიმზიდველები რჩებიან.

შამპანური – ეს სასმელი კეკლუც და მხიარულ ქალებს მოსწონთ,  ასეთი ტიპის ქალები  არც უფროს მამაკაცებთან ქორწინებაზე და ხშირად, არც ქმრის ღალატზე ამბობენ უარს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბახუსის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ალკოჰოლი კი მალევე ეკიდებათ.

ვისკი – ეს სასმელი საკუთარ თავში დარწმუნებულ, უკომპლექსო ქალებს უყვართ. დალევის შემდეგ ისინი შეიძლება არაპროგნოზირებადებიც გახდნენ. სწრაფად თვრებიან, ხოლო დილით წინა დღის ამბების გახსენება არ უყვართ, რადგან, შესაძლოა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ძალიან ბევრი „სისულელის“ ჩადენაც მოასწრეს.

ტეკილა – ექსტრავაგანტური, ფეთქებადი ქალებისთვისაა. ისინი, შეიძლება, სიმთვრალის დროს „შარიანები“ და ცოტა არ იყოს,  „საშიშებიც“ კი აღმოჩნდნენ, თუმცა სპირტიანი სასმლის რამდენიმე პორციის მიღების შემდეგ, მომენტალურად ითიშებიან.

რომი-კოლა – იმ ქალების საყვარელ სასმელს წარმოადგენს, რომელთაც ყველაფერში ექსპერიმენტები უყვართ.  ისინი დათრობასაც კი ვერ ასწრებენ, მაშინვე ფხიზლდებიან და ხშირად მომენტალურად უჩინარდებიან. ერთი სიტყვით, მათი ქმედებები განუსაზღვრელი და მოულოდნელია.  მათთან ვერ მოიწყენთ.

ჯინ-ტონიკი – ქალები, რომელთაც უყვართ ეს სასმელი უყვართ თავის ჭვკიანად წარმოჩენა და იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელზეც რეალურად წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი მალე თვრებიან და დილაობით ვეღარ იხსენებენ იმას, რაც წინა ღამით გადახდათ თავს.

ლიქიორი – „ტკბილი“ ქალებისთვისაა, რომლებიც დიასახლისობას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი კარგი მზარეულები და დიასახლისები არიან. უყვართ საჩუქრები და ალერსიანები არიან, როგორც კატები.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი