‘’ჩვეულებრივი მოკვდავების მდგომარეობა მას არ ადარდებს, ის ხომ ”მოკვდავი ღვთაებაა” – გია ბუღაძე ბიძინა ივანიშვილზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ახლა ოპოზიციას ‘’იგნორირების პოლიტიკა’’ აქვს და ვფიქრობ, რომ ეს სწორი სვლაა. ეს ‘’მოჭიმული სიმივითაა’’ და ასე იოლად არ მოდუნდება. საპროტესტო მუხტი ლატენტურადაა დაფარული’’. – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში ისაუბრა.  მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართულ ისტორიაში სასირცხვილო მოვლენად დარჩება, თუმცა იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება, რადგან ტყუილზე აგებული ძალაუფლება დიდხანს ვერ ძლებს.

‘’არჩევნები სასაცილო იყო, თუ სატირალი არა. რა დღეში ვართ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, სიცრუეში ვცხოვრობთ. ის მწყვეტს გულს რომ ქართველთა ნაწილი სიცრუეში და ტყუილში ცხოვრების წესს ირგებს, მე ბევრად უკეთესი წარმოდგენა მქონდა ქართველებზე რომ ისინი არ აიტანდნენ ამდენ ტყუილს. ეს ჩვენს ქვეყანაზე აისახება, მაგრამ დიდხანს არ გასტანს, რადგან როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი ‘’ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”,  – აღნიშნა ბუღაძემ.

მხატვარი მეორე ტურის მსვლელობისას მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემამდე დაცვას  კაბინა სადეზინფექციო ხსნარით გააწმენდინა.

‘’ისიც მოკვდავია, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავების მდგომარეობა, რომელიც, დავუშვათ, მის პარტიას აძლევდა ხმას, მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო. ის ხომ ‘’მოკვდავი ღვთაებაა’’,  მე მაინტერესებს მისი პარტიის წარმომადგენლებს ეს არ აწუხებს? ის ყველას ზემოდან უყურებს, ეს არის ‘’პროვინციული ელიტიზმი”, – განაცხადა გია ბუღაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი