საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა.
საბჭოს სხდომაზე მხოლოდ ჯერანაშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი და წევრებმა იგი ფარული კენჭისყრით 13 ხმით აირჩიეს. ახალი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.