საქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, შობის ლიტურგიაზე ტაძარში ყოფნისას გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები, კერძოდ, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და გაიკეთონ პირბადე.
დღეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულ დროს სამებაში მიბრძანდება საქართველოს კათოლიკოს პარტიარქიც.
ცნობისთვის, დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.