საპატრიარქოს წარმომადგენლებმა პარლამენტისგან საშობაო ნობათი მიიღეს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ყოველწლიური ალილოს მსვლელობა პანდემიის გამო წელს ვერ გაიმართა თუმცა ნობათის შეგროვება საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სხვა ფორმატით შეძლეს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კვინიკაძემ და აპარატის თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე საახალწლო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

საპატრირქო შეგროვებულ ნობათს ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი