საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სახალხო არტისტმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი) 1980 წელს დაამთავრა.

1977–იდან(ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში; 1981–1982წწ. სტაჟირება გაიარა მილანის “ლა სკალაში”. მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”), ბერდო (რ. ლაღიძის “ლელა”), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”, “იოლანტა”), ხოზე (ჟ. ბიზეს “კარმენი”), კავარადოსი(ჯ. პუჩინის “ტოსკა”), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის “ტრუბადური”, “აიდა”, “ტრავიატა”, “რიგოლეტო”, “ოტელო”) და სხვა. 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტია.

ალექსანდრე ხომერიკს 1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი