საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს –  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავცელებს.

უწყების ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია,როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერტაშორისო პარტნიორები.

“მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას” – ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი