სანდრო რაქვიაშვილი – კობახიძის განცხადებამ, როგორც არასდროს, გაგვაერთიანა

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენ დავწერთ განცხადებას და არ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიცია უფრო გააერთიანა.

„ჩვენი მთელი მოლაპარაკების პროცესში გვქონდა იგივე პოზიცია, მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობა, ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად სხვდასხვა კომპრომისებზე ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბდებდით. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ალბათ, ძალიან სერიოზული რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნის.

კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას. ასევე, „ქართული ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი