‘’სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში’’ – კახა კუჭავა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ფაქტი, რომელზეც ისინი აპელირებდნენ და რომელსაც იყენებდნენ არგუმენტად და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სიმართლე.’’ – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ‘’პალიტრანიუსთან’’ ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ყველას ის არგუმენტი გამოეცალა ხელიდან, რითაც ამყარებდა გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლის შესახებ.

‘’ყველა უშვებს შეცდომას და აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს მათ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, მათ შორის, მოლაპარაკებებზე სასაუბროდ, გამოეცალათ ხელიდან და ყოველივე ამის შემდეგ, ასე ჯიუტად იმის თქმით, რომ უბრალოდ არ შევდივარ, უხერხულად ნამდვილად მათ უნდა იგრძნონ თავი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიჭრას საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგ უკვე აღსრულების ნაწილში. ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი შეიკრიბოს, გააგრძელოს მუშაობა და იზრუნოს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომელიც დღის წესრიგშია.“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი