სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა–ზურაბ ჭიაბრიშვილი

ავტორი: კახი კახეთელიძე

სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზურაბ ჭიაბრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის.

„1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).

2. 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.

3. (სოცილოგიური ჰიპოთეზა) ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.

4. სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც“, – წერს ჭიაბერაშვილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი