სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა,-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა.”-ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი