სამების ეკლესიაში 65-მდე პირს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა, რომელთაგან 2-ს ვირუსი დაუდასტურდა

სამების ეკლესიაში 65-მდე პირს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა, რომელთაგან 2-ს ვირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარია ავრცელებს.

მისი ცნობით, ორ პირს, რომელსაც კორონავირუსის ტეტზე დადებითი პასუხი დაუდასტურდა, ტესტირება ხელმეორედ უტარდება. ერთ-ერთს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს. მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„ტესტირება 65-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, ვინც მოგვმართა. ზოგი სტიქაროსანი იყო, ზოგი სასულიერო პირი. გიდასტურებთ, რომ ორ პირს განმეორებით უტარდება კორონავირუსზეტესტირება. ერთ-ერთს უკვე ვირუსი გადატანილი ჰქონდა. ორივეს ტესტირება მეორდება. ჯერ ოფიციალური პასუხები არ არის, მაგრამ მაინც იზოლაციაში იმყოფებიან და შესაბამისი სამსახურები ეკონტაქტებიან. ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. როგორც მითხრეს, უსიმპტომო მიმდინარეობა ჰქონდათ. თავად მათთან შეხება არ მქონია. რომ არ მოგატყუოთ, სტიქაროსანია, დიაკვანი თუ მამაო, ეს არ ვიცი. ისინი სამებაში არ იმყოფებოდნენ. მათ ჩაუტარდათ როგორც სწრაფი ტესტი, ასევე PCR ტესტირება. სანამ ლიტურგია დაიწყება, მანამდე ტარდება ტესტირება. კორონავირუსზე ტესტირება პერმანენტულად ტარდება, არა მარტო სამების ტაძარში, არამედ ყველა ეკლესიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი