‘’სამარცხვინოა, რომ ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს დღეს იცავს რკინის ჯებირი და პოლიცია’’ – ანა ნაცვლიშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ყველაზე უფრო ნათელი ვიზუალიზაცია იმისა, რომ ამ ქვეყანაში პარლამენტი, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია მიტაცებულია, არის ეს რკინის ჯებირი, რომელიც თვეებია აქ არის. სამარცხვინოა, რომ ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს დღეს იცავს რკინის ჯებირი და პოლიცია, რომელიც დღეს მიტაცებული და ჯიბეში ჩადებულია.“ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი სამართლიანად აცხადებენ ბოიკოტს და სწორედ ეს ადასტურებს იმას, რომ მათ არა სკამების მიტაცება, არამედ ქვეყნის სამსახურში დგომა სურთ.

„ის, რა დაპირებაც ჩვენს ამომრჩეველს მივეცით, ვუერთგულეთ. ჩვენ ვთქვით, რომ გაყალბებული, ჭუჭყიანი არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის ნება 31 ოქტომბრის არჩევნებმა არ და ვერ ასახა. ამიტომ მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, ამიტომ ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში. უარს ვამბობთ მანდატებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა, რომელმაც უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში ტყუილზე, თვალთმაქციანობაზე, კანონდარღვევაზე დაფუძნებული რეალობა და უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ რეალობაში. ამ აქტით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში მოვედით არა იმიტომ, რომ თანამდებობები ან ოფიციალური სტატუსები გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლისთვის, ეს მეათეხარისხოვანია, მთავარია, რომ ვდგევართ იქ, სადაც სჭირდება ამ ქვეყანას.’’ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი