სამართალდამცავებმა “ექსპო-ჯორჯიასთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა “ექსპო-ჯორჯიასთან” “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს,-ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ინციდენტი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა ბანერების წარწერით “არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს” გაშლის უფლება არ მისცეს და ამის გამო აქტივისტებმა ბანერები სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი