“სალონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია” – ეკატერინე ტიკარაძე

ავტორი: სალომე ბაჯაძე

სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, ვაწვდით ჩვენს დასკვნებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს 3 პაკეტი წარადგინა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაკეტი.თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პაკეტები.

“სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენად არის დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ა,შ, ამას ვანიჭებთ უპირატესობას”. – აღნიშნა ტიკარაძემ.

სახელმწიფოს წარმომადგენლების თქმით, არ იგეგმება სრული “ლოქდაუნი”, თუმცა, ბიზნესის წარმომადგენლების თქმით , დამატებითი შეზღუდვების დაწესება მათთვის სრული ჩაკეტვის ტოლფასი იქნება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი